აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდმა ტაივანის სრუტეში გაიარა

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდმა ტაივანის სრუტეში გაიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის საზღვაო ძალები ავრცელებს.
აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, ტაივანის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად, ამერიკულმა გამანადგურებელმა USS John Finn-მა ტაივანის სრუტეში გაიარა.
„ტაივანის სრუტეში USS John Finn-ის გავლა ყველა ერისთვის ნაოსნობის თავისუფლების დაცვის მიმართ, როგორც პრინციპის, აშშ-ის ერთგულებას ადასტურებს. საერთაშორისო თანამეგობრობის არც ერთი წევრის დაშინება არ უნდა მოხდეს, რომ მათ საკუთარი უფლებები დათმონ“, – ნათქვამია აშშ-ს საზღვაო ძალების განცხადებაში.
ჩინეთის სამხედრო ძალებმა განაცხადა, რომ ჩინეთი სიტუაციას აკონტროლებდა და ამერიკული ხომალდის გადაადგილებას აკვირდებოდა.
„ამ ბოლო დროს აშშ-ს სამხედრო ძალები, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ბოროტად შელახვის მიზნით, პროვოკაციულ ქმედებებს ხშირად ახორციელებს“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ დანაყოფის სარდლობამ.

ასევე დაგაინტერესებთ