დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და უფროსი მრჩეველი უაით ტოლკი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ განხილვის მთავარი საგანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განხილვაა.
ასევე ხაზგასმულია, რომ ამერიკულმა მხარემ ბოჭორიშვილს მკაფიოდ დაუსახა ის ნაბიჯები, რომელიც ივანიშვილის მთავრობამ ვაშინგტონთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად უნდა გადადგას.
“დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა.
შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად.
შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად”, – წერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
