აშშ-ის საელჩო: სანქციებს არ ვაანონსებთ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ისინი შესაძლო სანქციების დაწესებას არ აანონსებენ, თუმცა ამბობენ, რომ “ძალიან შეშფოთებულები” არიან საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.
ამის შესახებ საელჩომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს შესაძლო სანქცირებაზე რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა.
“ჩვენ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს და ჩვენ არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და ნეგატიური რიტორიკით -სა და დასავლეთის მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა [ენტონი] ბლინკენმა განაცხადა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი მიმოხილვა გაგრძელდება მთავრობის ქმედებების საპასუხოდ. ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი”, – წერია საელჩოს პრესსპიკერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
20 სექტემბერს, „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ.
საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ მედია- და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებლად“ რეგისტრაციას ავალდებულებს. პარლამენტმა კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია, 3 ივნისს კი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ამბობდა, რომ სანქციებს არ ელოდნენ.
16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იმავე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, სანქციები დაუწესა.
აშშ ასევე აცხადებს, რომ „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დამატებით 60-ზე მეტ ოჯახს სავიზო აკრძალვებს დაუწესებს. იმავე მიზეზით სანქცია უკვე დაუწესდა საქართველოს 30 მოქალაქეს.
17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.

ასევე დაგაინტერესებთ