აშშ-ის საელჩო ომის წლისთავზე: კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

„დღეს საქართველოში ს შეჭრიდან ჩვიდმეტი წელი გავიდა. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი“, – წერია განცხადებაში.
„სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტირული მთლიანობის მიმართ“, – აცხადებს საელჩო.
დღეს, 7 აგვისტოს, 17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის – სამხედრო და სამოქალაქო პირების – სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და .
„ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს