აშშ-ის საელჩო – ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგონ – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით

ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში -ს საელჩო ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ს ელჩი, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა „ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა“.
„დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რაც უფრო სწრაფად მოინელებს და გაიაზრებს კოლექტიური ჯანგირაშვილი თავის შეცდომებს, სააკაშვილის ხელისუფლების შეფასებას კი სამომავლოდ გადადებს, მით მალე დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს

ნათია მეზვრიშვილი – აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება მოთხოვნებით: დაადგინონ შემსრულებლების და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა, დაიწყონ მათი დაკავება – საქმე უნდა გადაიბაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება