აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელის მიერ საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკურ კავშირებს და მერიკული კომპანიებისთვის საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატს შეეხო.
„ოთხშაბათს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?