აშშ-ის საელჩო და ბრიტანეთის საგარეო უწყება მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

რუსეთში -ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.
„საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე თავდასხმას და აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჩვენი რჩევა მე-4 დონეზეა – არ იმოგზაუროთ“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
გაფრთხილების ტექსტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც აქვეყნებს. უწყებაც ბრიტანელებს ურჩევს, რომ მოერიდონ რუსეთში ყოველგვარ მოგზაურობას.
„სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია”, – აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ ტურისტული დაზღვევა შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ ს ფედერაციაში გაემგზავრებიან.