ასიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდი რეგულარულად არ განახლდება, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, სერვისებისა და სამუშაო სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღება ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.
„ასიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გამონაკლისია ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ.
ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენი სერვისებისა და სამუშაო სტატუსის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: travel.state.gov“, – წერს საელჩო.
