-ის საელჩოს განმარტება $15 ათასამდე სავიზო გარანტიებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც -ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ. ამ საკითხზე აშშ-ს საელჩო განმარტებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“2026 წლის 2 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის (საქმიანი, ტურისტული. ნეტ.) მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.
გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი. განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი მანამ, სანამ ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ. საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად.
2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა იმ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეებისთვის ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემა, რომელთა იმიგრანტებსაც აშშ-ის გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სახელმწიფო დახმარების გამოყენების მაღალი მაჩვენებელი აქვთ. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს, კვლავ შეუძლიათ საიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს საკონსულო გასაუბრებების დანიშვნას.
აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზის განმცხადებლებმა უნდა დაგეგმონ ვიზის გასაუბრება იმ ქვეყანაში მდებარე აშშ-ის საელჩოში ან საკონსულოში , სადაც ისინი ცხოვრობენ ან რომლის მოქალაქეებიც არიან. ვიზის განაცხადის საფასური არ ანაზღაურდება და ვერ გამოიყენება სხვა ქვეყანაში განაცხადის გადატანის შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ – travel.state.gov
H1-B, H-4, F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზების განმცხადებელ ყველა პირს ეძლევა ინსტრუქციები, რომ ყველა სოციალური მედიის ანგარიშის კონფიდენციალურობის პარამეტრი „საჯაროზე“ შეცვალოს, რათა ხელი შეუწყოს მათი ვინაობისა და აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად შეერთებულ შტატებში შესვლის დაშვების დასადგენად საჭირო შემოწმებას.
პრეზიდენტის პროკლამაცია №10998-ის შესაბამისად, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეერთებულ შტატებში შეჩერებას და შესვლის შეზღუდვასა აშშ-ის უსაფრთხოების დასაცავად და რომელიც ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვარს, აღმოსავლეთის სტანდარტული დროით (EST) დილის 00:01 საათზე, შეერთებული შტატები აჩერებს ან ზღუდავს შეერთებულ შტატებში შესვლას და ვიზების გაცემას 39 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, აგრეთვე იმ პირებისთვის, რომლებიც განაცხადს წარადგენენ პალესტინის ავტონომიის მიერ გაცემული ან დამოწმებული სამგზავრო დოკუმენტებით. პრეზიდენტის №10998 პროკლამაციის მოქმედების ქვეშ მყოფ აპლიკანტებს კვლავ შეუძლიათ ვიზის განაცხადების წარდგენა და დაგეგმილ გასაუბრებებზე დასწრება; თუმცა, შესაძლოა, მათ არ მიეცეთ ვიზის გაცემის ან შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: travel.state.gov
სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზების გაცემა ყველა განმცხადებლისთვის.
ხშირად დასმული შეკითხვები სავიზო დეპოზიტის შესახებ და აშშ-ის საელჩოს პასუხები
2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 კატეგორიის 10-წლიანი ვიზების გაცემა შეწყდება?
სავიზო დეპოზიტის პროგრამის ფარგლებში B1/B2 კატეგორიის ვიზის აპლიკანტები, რომლებიც სავიზო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მიიღებენ 3 თვემდე ხანგრძლივობის ერთჯერად ვიზას.
სავიზო მოსაკრებელი გაიზარდა?
აშშ-ის B1/B2 კატეგორიის სავიზო მოსაკრებელი არ გაზრდილა.
ვინ წყვეტს აშშ-ში დარჩენის ხანგრძლივობას, კონსული, თუ საიმიგრაციო ოფიცერი საზღვრის კვეთისას?
პასპორტში აშშ-ის ვიზის ქონა უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს უფლებას, ითხოვოს შეერთებულ შტატებში შესვლის ნებართვა. ვიზა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ აშშ-ის საელჩოში ან საკონსულოში თქვენი აპლიკაცია საკონსულო ოფიცერმა განიხილა და გადაწყვიტა, რომ თქვენ კვალიფიციური ხართ აშშ-ის სასაზღვრო პუნქტამდე გასამგზავრებლად. სასაზღვრო პუნქტზე აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის საიმიგრაციო ოფიცერი წყვეტს ქვეყანაში შესვლის უფლებასა და ხანგრძლივობას.
სავიზო დეპოზიტის პროგრამის ფარგლებში აპლიკანტებს ენიჭებათ სამ თვემდე ვადის ერთჯერადი ვიზა.
ვრცელდება თუ არა ახალი რეგულაციები მათზე, ვისაც უკვე აქვთ ვიზები?
არა. სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა რეტროაქტიული არ არის და არ გავრცელდება უკვე გაცემული, მოქმედი B1/B2 კატეგორიის ვიზების მფლობელებზე.
რა განსაზღვრავს აპლიკანტისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნას, ქვეყანა, სადაც განაცხადს აკეთებს, თუ მისი მოქალაქეობა?
მოთხოვნა განისაზღვრება განმცხადებლის მოქალაქეობის მიხედვით და გავრცელდება ყველა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გააკეთებს განაცხადს B1/B2 კატეგორიის ვიზაზე.
როდის უნდა გადავიხადო დეპოზიტი?
არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების შემდეგ, თუ დააკმაყოფილებთ B1/B2 კატეგორიის ვიზის მოთხოვნებს, საკონსულო ოფიცერი გაგაცნობთ ინსტრუქციას, როგორ უნდა გადაიხადოთ დეპოზიტი.
საიდან შეუძლიათ სავიზო დეპოზიტის მქონე პირებს შეერთებულ შტატებში შესვლა?
სავიზო დეპოზიტის მქონე პირებისთვის შესვლის პუნქტებია: ყველა კომერციული ავიაციის შესასვლელი პორტი (მათ შორის CBP-ის წინასწარი შემოწმების ადგილები ). სავიზო დეპოზიტის მქონე პირებს არ შეუძლიათ, გამოიყენონ ჩარტერული საავიაციო, ზოგადი საავიაციო, სახმელეთო, ან საზღვაო შესასვლელი პორტები.