აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თავდაცვის კომპანიებში რუსეთის მხრიდან საბოტაჟის საფრთხეზე განაცხადეს

დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ამერიკულმა სააგენტოებმა სამხედრო-სამრეწველო სექტორის ამერიკული კომპანიები რუსეთთან ასოცირებული სუბიექტების მიერ საბოტაჟის გაზრდილი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, -ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ვებგვერდზე გამოქვეყნდა შეტყობინება, რომელიც თავდაცვის სექტორის კომპანიებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.
ამ შეტყობინების ფონია ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების მუქარები. რუსეთის საშუალო რადიუსის რაკეტა “ორეშკინით” ზე საპასუხო დარტყმის შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში, პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, დაარტყას იმ ქვეყნების სამხედრო სამიზნეებს, რომელთა იარაღს უკრაინელი სამხედროები იყენებენ. ამ ქვეყნებს შორის არის აშშ.
სადაზვერვო უწყების თანახმად, რუსულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ თავდაცვის საწარმოების თანამშრომლებს შორის “ინსაიდერების” გადაბირება, ასევე საბოტაჟის ჩასატარებლად მესამე პირების დაქირავება. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მიუთითებენ დივერსიების იმ სერიაზე, რომელიც ევროპის რიგ ქვეყნებში, სავარაუდოდ, რუსეთთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელდა. “რუსული საბოტაჟის აქტები ევროპაში ზრდის რისკს საზღვარგარეთ და, პოტენციურად, თავად შეერთებულ შტატებში მდებარე ამერიკული კომპანიებისთვის “, – თვლიან სპეცსამსახურები.
რუსმა სამხედროებმა 21 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ უახლესი საშუალო სიშორის სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ გამოიყენეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ბალისტიკურმა რაკეტამ დარტყმა მიაყენა დნეპროპეტროვსკში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო ობიექტს.

უახლესი რუსული რაკეტები სამიზნეებს წამში 2-3 კილომეტრის სიჩქარით უტევენ, მოწინააღმდეგის ხელთ არსებულ სარაკეტო თავდაცვის სისტემებს კი არ ძალუძთ მათი ჩამოგდება.
პუტინის თქმით, რუსეთმა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ ს მიერ მის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული წარმოების რაკეტების გამოყენების პასუხად გამოიყენა.
ცალკე პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს უფლება აქვს, იერიში მიიტანოს უცხო ქვეყნების “სამხედრო ობიექტებზე”. თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა თქვა, რომ რუსეთის ქმედებების მიუხედავად, შეერთებული შტატები გააგრძელებს კიევის სამხედრო დახმარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა