აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის მიერ ილინოისში გაგზავნილი ეროვნული გვარდიის წევრების შტატში განლაგება ამ ეტაპზე შეუძლებელია

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს მიერ ილინოისში გაგზავნილი ეროვნული გვარდიის წევრების შტატში განლაგება ამ ეტაპზე შეუძლებელია
-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ილინოისში გაგზავნილი ეროვნული გვარდიის წევრების განლაგება ამ ეტაპზე შეუძლებელია, ისინი შტატში ფედერალური კონტროლის ქვეშ იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „სი ენ ენი“ ავრცელებს.
„ეროვნული გვარდიის წევრები არ არიან ვალდებული, დაბრუნდნენ მშობლიურ შტატებში, თუ სასამართლო ამის ბრძანებას არ გასცემს“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მანამდე, ფედერალურმა მოსამართლე ეიპრილ პერიმ ეროვნული გვარდიის განლაგება, სულ მცირე, ორი კვირით დაბლოკა, რადგან ვერ აღმოაჩინა არსებითი მტკიცებულება, რომ ილინოისში ტრამპის მიგრაციის პოლიტიკის გამო „აჯანყების საფრთხე“ არსებობდა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, ილინოისმა და ჩიკაგომ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოსამართლის ბრძანება უგულებელყო და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ მისი გადაწყვეტილება სასამართლომ მეორედ დაბლოკა, ილინოისის ეროვნული გვარდიის 300 წევრის და ტეხასის ეროვნული გვარდიის 200 წევრის სხვადასხვა ადგილებში განლაგება გადაწყვიტა.