აშშ-ის რეცესიის ალბათობა 40%-მდე გაიზარდა – JPMorgan Chase

წელს -ის რეცესიის ალბათობამ 40% -ს მიაღწია. ამის შესახებ JPMorgan Chase-ის მთავარმა ეკონომისტმა ბრიუს კასმანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა.
მისი თქმით, ს პოლიტიკა, კერძოდ, საიმპორტო ტარიფები ამერიკის ეკონომიკის როგორც საინვესტიციო ობიექტისადმი ნდობას ძირს უთხრის.
“თუ ჩვენ უფრო დესტრუქციულ და ბიზნესისთვის არამეგობრული პოლიტიკის გზას გავაგრძელებთ, ვფიქრობ, რეცესიის რისკები გაიზრდება,” – ამბობს კასმანი.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ის რეცესიის 30%-იან საფრთხეს ვარაუდობდა. თუმცა, აპრილიდან ახალი ტარიფების ამოქმედების შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ კასმანი თვლის, რომ რეცესიის რისკი შესაძლოა, 50%-მდე ან მეტად გაიზარდოს.
კასმანი ხაზგასმით ამბობს, რომ ინვესტორებმა შესაძლოა, აშშ-ის აქტივების მიმართ რწმენა დაკარგონ, თუ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა აშშ-ის ბაზრებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ნდობას ეჭვქვეშ დააყენებს.
ეკონომისტი განსაკუთრებით შეშფოთებულია თეთრი სახლის ბოლო ნაბიჯით საკონსულტაციო კომიტეტების დაშლის შესახებ, რომლებიც ეკონომიკური მონაცემების შეგროვებაზე არიან პასუხისმგებელი.
2024 წელს Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა აშშ-ის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 1.7%-მდე, ხოლო Morgan Stanley-ის ეკონიმისტებმა 1.5%-მდე შეამცირეს, მაშინ, როცა JPMorgan-ის 2025 წლის პროგნოზი 2%-იან დონეზე რჩება.
9 მარტს, Fox News-თან ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპმა რეცესიის რისკები უარყო. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკა „გარდამავალ პერიოდს გადის,” რადგან საიმპორტო ტარიფები ამოქმედდა, ხოლო წელს მოსალოდნელი რეცესიის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ამის პროგნიზირება სძულს.” ტრამპი ამბობს, რომ ის „ამერიკაში სიმდიდრეს აბრუნებს” და გარკვეული დრო დასჭირდება, ვიდრე ამერიკელები მისი პოლიტიკის შედეგებს დაინახავენ.
Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის ინტერვიუდან მეორე დღეს, 10 მარტს ამერიკის საფონდო ბირჟას ყველაზე ცუდი დღე დაუდგა, როცა ტექნოლოგიურმა სექტორმა ისტორიაში ყველაზე დიდ ზარალი განიცადა. კერძოდ, NASDAQ 100-ის ინდექსში შემავალი კომპანიების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღეში 1 ტრლნ დოლარით დაეცა.
ცნობისთვის, რეცესია (ინგლისურად Recession) ეკონომიკის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის მკვეთრი კლებაა. რეცესიად ეკონომიკური ვარდნა მაშინ ფასდება, როცა კლება, მინიმუმ, ორი კვარტალი გრძელდება, ასევე, სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებიც უარესდება, როგორიც არის, პირველ რიგში, დასაქმების დონის, მოსახლეობის შემოსავლებისა და ვაჭრობის კლება. რეცესიის დროს უძრავი ქონების ფასები ეცემა.