აშშ-ის პრეზიდენტების პირველი 100 დღის მოწონების რეიტინგი

Gallup-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ს როგორც პირველი, ასევე მეორე ვადით პრეზიდენტობის სადებიუტო 100 დღე, ყველა თანამედროვე ამერიკელ პრეზიდენტთან შედარებით, მოწონების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
მართალია, მეორე ვადით პრეზიდენტობის 100 დღის შეფასება შედარებით, კერძოდ, 4%-ით მაღალია, თუმცა დანარჩენი პრეზიდენტების შეფასებებს მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებისას, 2025 წლის იანვარში, მისი მოწონების რეიტინგი 47%-ზე იყო, თუმცა აპრილისთვის, 100 დღის გასვლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 44%-მდე შემცირდა.
ტრამპისგან განსხვავებით, წინა პრეზიდენტებმა ე.წ. „თაფლობის თვის“ ეფექტით ისარგებლეს, რაც ახალარჩეული ლიდერებისადმი პირველ თვეებში მაღალ მხარდაჭერაში გამოიხატება. მაგალითად, ჯონ კენედის მაჩვენებელი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეს 81% იყო — ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 70 წლის განმავლობაში.
Gallup-ის კვლევის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა პრეზიდენტ ტრამპს ეკონომიკის მართვის კუთხით დიდ ნდობას არ უცხადებს. გამოკითხულთა 44%-მა აღნიშნა, რომ მას „თითქმის არანაირი ნდობა“ არ გააჩნია პრეზიდენტის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიმართ, ხოლო 11%-მა განაცხადა, რომ მას მხოლოდ „ძალიან მცირე“ ნდობა აქვს.
Gallup-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა პირველი 100 დღის მოწონების რეიტინგის მიხედვით -ის პრეზიდენტების სია შემოგვთავაზა, 1953-დან 2025 წლამდე პერიოდში. ჩამონათვალში ტრამპის გარდა კიდევ ათი ლიდერია შესული და აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, 50%-იან ნიშნულს ყველა მათგანის მოწონების რეიტინგი სცდება.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის წინამორბედის, ს პირველი 100 დღის მოწონების რეიტინგი 57% პროცენტზე იყო, ბარაკ ობამასი კი — 63%-ზე.
პრეზიდენტების პირველი 100 დღის მოწონების რეიტინგი:
· ჯონ კენედი (1961) – 81%
· დუაიტ ეიზენჰაუერი (1953) – 74%
· რონალდ რეიგანი (1981) – 67%
· ჯიმი კარტერი (1977) – 64%
· ბარაკ ობამა (2009) – 63%
· რიჩარდ ნიქსონი (1969) – 62%
· ჯორჯ უ. ბუში (2001) – 61%
· ჯორჯ ჰ. უ. ბუში (1989) – 58%
· ჯო ბაიდენი (2021) – 57%
· ბილ კლინტონი (1993) – 55%
· დონალდ ტრამპი (2025, მეორე ვადით) – 44%
· დონალდ ტრამპი (2017, პირველი ვადით) – 40%