აშშ-ის ოფიციალურ ენად ინგლისური ცხადდება

მედიის თანახმად, თეთრი სახლის ოფიციალური პირების განცხადებით, -ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად გამოცხადდება.
ბრძანება მიზნად ისახავს მთავრობის ეფექტურობის გაუმჯობესებას და ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობას.
ცნობისთვის, აშშ-ს არასოდეს ჰქონია ოფიციალური ენა, თუმცა, ქვეყნის 32 შტატშია აღიარებული ინგლისური ოფიციალურ ენად.
ქვეყნის 340 მილიონი ადამიანიდან თითქმის 68 მილიონი საუბრობს სხვა ენაზე, გარდა ინგლისურისა.