აშშ-ის ნავთობის მარაგი კვირაში 5,81 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგები 5,81 მილიონი ბარელით გაიზარდა და 422,74 მილიონი ბარელი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში.
ბენზინის მარაგები 6,3 მლნ ბარელით შემცირდა და 214,9 მლნ ბარელი შეადგინა.
კომერციული დისტილატების მარაგები 3,12 მლნ ბარელით შემცირდა 118,51 მლნ ბარელამდე.
ექსპერტები ნავთობის მარაგების ზრდას 1,6 მილიონი ბარელით, ბენზინის მარაგის 1 მილიონი ბარელით და დისტილატის მარაგის 1,75 მილიონი ბარელით შემცირებას ელოდნენ.
interfax