-ის მხარე ამტკიცებს, რომ მადურო სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება – ვენესუელის მხატრე ტრამპის მთავრობისგან მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ითხოვს

აშშ-ის მხარე ამტკიცებს, რომ მადურო სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება – ვენესუელის მხატრე ტრამპის მთავრობისგან მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ითხოვს
მარკო რუბიომ მაცნობა, რომ მადურო სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, მაიკ ლი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ცნობით, -ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა. ლის მტკიცებით, მარკო რუბიოს ვენესუელაში „დამატებითი მოქმედებების მოლოდინი არ აქვს“.
„მან მაცნობა, რომ ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს, რათა სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე აშშ-ში წარდგეს“, – წერს „რესპუბლიკელი“ სენატორი X-ზე.
მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობას.
„ეს ვენესუელისთვის ახალი დასაწყისია. ტირანი აღარ არის. ის ახლა, საბოლოოდ, თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება“, – წერს ლანდაუ X-ზე.
ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი კი ს მთავრობისგან ნიკოლას მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ითხოვს
დელსი როდრიგესის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, აშშ-ის დარტყმების შედეგად ვენესუელაში „ბევრი ოფიციალური პირი, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“.
ს მთავრობისგან სასწრაფოდ მოვითხოვთ პრეზიდენტ მადუროსა და პირველი ლედის სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს“, – განაცხადა როდგირესმა.
ვენესუელის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ვენესუელა უცხოური ჯარების ყოფნას წინააღმდეგობას გაუწევს.
ვლადიმირ პადრინოს თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ბრძანებით, ქვეყანა საკუთარი ერის თავდაცვის მიზნით, ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
ვლადიმირ პადრინოს განცხადებით, ვენესუელა „ყველაზე კრიმინალური სამხედრო აგრესიის“ სამიზნედ იქცა, რის შედეგადაც ქვეყანა ახლა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას იძიებს.
„ვენესუელის ერი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან ყველაზე კრიმინალური სამხედრო აგრესიის სამიზნე გახდა. ამ მომენტამდე, დამპყრობელი ძალების ბარბაროსობამ შეურაცხყო ჩვენი წმინდა მიწა ფუერტე ტიუნას, კარაკასის, მირადას, არაგუას და ლა გუარდიას ლოკაციებზე, საბრძოლო ვერტმფრენებიდან რაკეტები ისროლეს სამოქალაქო რაიონებში, საიდანაც ჩვენ უკვე ვაგროვებთ ინფორმაციას დაშავებულების და დაღუპულების შესახებ,“ – აღნიშნავს პადრინო.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.