აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობას, მძიმე სცენარების განვითარებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა

აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობას, მძიმე სცენარების განვითარებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა
-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში – ასე იყო საქართველოშიც – რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას, შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა „იმედი ‎LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას.
„ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამერიკული დაფინანსება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში ვითარების არევას, რევოლუციურ სცენარებს და ა.შ. თქვენ გახსოვთ, დებატები, რაც წარიმართებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო, მაშინ ამბობდნენ, რომ ჩვენ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით რუსეთს და აშშ-ს, განვიხილავდით უარყოფითად ამერიკულ დაფინანსებას და ა.შ. რეალურად რასაც ჩვენ ვფიქრობდით და ვამბობდით, ეს ყველაფერი პირდაპირ დაადასტურა იმ სახელმწიფომ მისი დღევანდელი ხელისუფლების სახით, რომელიც იყო დაფინანსების გამცემი. პირდაპირ დაადასტურა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული, ამერიკული ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში, ასე იყო საქართველოშიც, რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა.
ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ არ ვაჩერებდით დაფინანსებას, უბრალოდ უზრუნველვყოფდით მის გამჭვირვალობას და რეალურად ტრამპმა გააკეთა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ „გამჭვირვალობის კანონით“. მან დაფინანსების არათუ გამჭვირვალობა უზრუნველყო, პირდაპირ გააჩერა ეს დაფინანსება და მთავარი მოტივი იყო ის, რომ არასწორ, ძალიან მანკიერ მიზნებს ხმარდებოდა ეს დაფინანსება. ბევრ ქვეყანაში ამ დაფინანსების შედეგი იყო რევოლუცია, იყო ომი და ათასი უბედურება. არაერთი და ორია, სადაც სწორედ ამ დაფინანსებამ მოუტანა ქვეყნებს განადგურება, ომი და ძალიან ბევრი პრობლემა.
დღეს ჩვენ მოხარული ვართ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწორად უყურებს ამ მოვლენას და რაც მთავარია, იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ სამი თვით შეჩერდება ამ ხაზით დაფინანსება რევოლუციური პროცესების, არეულობის, პივიტის გაყალბების და ასეთი მოვლენების, არამედ ეს ყველაფერი შეჩერდება ხანგრძლივი ვადით და თვისებრივად გადაიხედება მიდგომები ამ მიმართულებით. არ შეიძლება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას. გახსოვთ კანვასის ტრენინგები, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ატრენინგებდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობაში. ამას ხმარდებოდა კონკრეტულად USAID-ის ფული. დღეს კარგია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვანაირად უყურებს ამ საკითხებს და იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა დიდი ხნით დარჩება ძალაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო სტანდარტული რეორგანიზაცია, რამდენიმე აწ უკვე ყოფილმა თანამშრომელმა არ მიიღო მონაწილეობა კონკურსში და “გაკვირვებული” ნაცპარაზიტულად ამუნათებს ყოფილ ხელმძღვანელობას

იმის მაგივრად დიპლომატებად წოდებულნი მოემზადონ კონკურსისთვის, მიიღონ მონაწილეობა მასში და სამართლიანად დაიკავონ თანამდებობები, განუდგნენ მთავრობას, დააიგნორეს კონკურსი და გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები თან ინგლისურად

ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით არავის შეუვიწროებიათ – მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ გამოსულან გარე პოლიტიკური დირიჟორების გავლენიდან – საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობენ კონკურსში მონაწილეობის მიღებასა და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მიზანი ერთია – შექმნან ფონი, თითქოს მათი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება დღეს თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი