აშშ-ის მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი – აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოწმეები გავხდით

აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოწმეები გავხდით, – ამის შესახებ -ის მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლორიდაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოწმეები გავხდით“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ვენსმა დონალდ ტრამპს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად „ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდებულ ეკონომიკურ დაბრუნებას უხელმძღვანელებს“.
ცნობისთვის, სენატორი ჯეი დი ვენსი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი იქნება.