-ის მიჩიგანის შტატში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 ადამიანი დაჭრა

აშშ-ის მიჩიგანის შტატში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 ადამიანი დაჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, შემთხვევა მიჩიგანის შტატის ქალაქ ტრავერს-სიტიში მდებარე Walmart-ის სავაჭრო ცენტრში მოხდა.
გრანდ ტრავერსის ოლქის შერიფმა, მაიკლ შიმ განაცხადა, რომ პოლიციამ ადგილზე 42 წლის ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც მარტო მოქმედებდა.
შერიფის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო სამ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”