აშშ-ის მიერ ჩინურ იმპორტზე დაწესებული ტარიფის ახალი კოეფიციენტი 145%-ია – თეთრი სახლი

ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფის ახალი ეფექტიანი მაჩვენებელი ახლა 145%-ია ნაცვლად 125%-ისა, როგორც ადრე იყო გამოცხადებული.
მის შესახებ CNBC-ი თეთრი სახლზე დაყრდნობით იუწყება.

ცნობაში აღნიშნულია, რომ ოთხშაბათს, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჩინეთისთვის საიმპორტო ტარიფის 84% – დან 125% – მდე გაზრდის შესახებ , ეს შეეხებოდა დამატებით განაკვეთს, რომელიც არ ითვალისწინებდა ჩინეთისთვის უკვე მოქმედ “საბაზისო” 20%-იან განაკვეთს. CNBC-ის მიერ ციტირებული თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ორივე განაკვეთი უნდა შეიკრიბოს ჩინეთის მიმართ მოქმედი საბაჟო ტარიფის მისაღებად.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ 125%-მდე ზრდის სავაჭრო ტარიფზე ყველა ჩინურ საქონელზე. მან თავისი გადაწყვეტილება განმარტა “უპატივცემულობით, რომელსაც ჩინეთი ავლენს გლობალურ ბაზრებთან მიმართებით.”
ს განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში დაუყოვნებლივ შევა.

“რაღაც მომენტში, იმედია უახლოეს მომავალში, ჩინეთი მიხვდება, რომ მიუღებელია შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების გაყვლეფა”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში Truth-ში.
იმავდროულად დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ 90 დღით გადადოს 70-ზე მეტი ქვეყნების მიმართ დამატებითი ტარიფების შემოღება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ