აშშ-ის მიერ მოსკოვის ბირჟის დასანქცირების შემდეგ რუბლი უპრეცედენტოდ გაუფასურდა

აშშ-ის მიერ მოსკოვის ბირჟის დასანქცირების შემდეგ რუბლი უპრეცედენტოდ გაუფასურდა. რამდენიმე ბანკმა უკვე გაზარდა მათგან დოლარის და ევროს შეძენის კურსები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ზოგიერთ კომერციულ ბანკში დოლარის შეძენის კურსი 200 რუბლია, ევროს ღირებულებამ კი 160 რუბლს მიაღწია.

მოსკოვის ბირჟაზე დოლარით ვაჭრობა ბოლოს 11 ივნისს შედგა და მაშინ გაცვლითმა კურსმა 89 რუბლი შეადგინა. 12 ივნისს „ს დღის“ გამო, ბირჟაზე ვაჭრობა არ გამართულა.

შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ დოლართან და ევროსთან ტრანზაქციები სარეზერვო ბაზარზე გაგრძელდება. რუბლისადმი მათი ოფიციალური გაცვლითი კურსების დასადგენად, ცენტრალური ბანკი ახლა გამოიყენებს საბანკო ანგარიშებს და ინფორმაციას ციფრული სავაჭრო პლატფორმებიდან. ადრე, მარეგულირებელი ამას აკეთებდა მოსკოვის ბირჟის მონაცემების საფუძველზე, დოლარისა და ევროს საშუალო შეწონილ კურსებზე რუბლის მიმართ ტრანზაქციებზე, რომლებიც დადებული იყო მოსკოვის დროით 10:00-დან 15:30 საათამდე.

სანქციების გამო, მოსკოვის ბირჟა დოლარსა და ევროში ვაჭრობას 13 ივნისიდან შეაჩერებს.

IFC Solid-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ამერიკული სანქციების შემოღების შემდეგ, იუანისა და სხვა ვალუტების ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე გაგრძელდება.

შემცვლელი და სხვა უცხოური ვალუტით ობლიგაციებით ვაჭრობაში არაფერი იცვლება, რადგან ისინი ხელმძღვანელობენ ცენტრალური ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსებით, აღნიშნავენ საინვესტიციო კომპანიაში.

„სხვა საქმეა, რამდენად დადგინდება საბაზრო განაკვეთი ბირჟის გარეშე ვაჭრობის შედეგების მიხედვით“, – დასძინეს ანალიტიკოსებმა.