აშშ-ის მიერ მთვარეზე გაშვებულ რაკეტას, აფრენიდან 7 საათში, ტექნიკური პრობლემები შეექმნა

-ის მიერ მთვარეზე გაშვებულ რაკეტას, აფრენიდან 7 საათში, ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს და ამბობს, რომ კოსმოსურ ხომალდს “ანომალია” აღმოაჩნდა, რამაც მას მზისკენ მიმართული სტაბილური ორიენტაციის მიღწევაში ხელი შეუშალა.
კომპანიის თქმით, ბატარეების დატენისა და ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობის გარეშე, მისია ვერ გაგრძელდება.
“სამწუხაროდ, მაშინ მოხდა ანომალია, რამაც ხელი შეუშალა Astrobotic-ს მზისკენ მიმართული სტაბილური ორიენტაციის მიღწევაში. გუნდი რეაგირებს რეალურ დროში სიტუაციის განვითარებასთან ერთად და მოგაწვდით ინფორმაციას დამატებითი მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის შემდეგ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რაკეტა დღეს გაუშვეს, ის მიზნად ისახავს გახდეს პირველი ამერიკული მისია ნახევარ საუკუნეში, რომელმაც მთვარეზე რბილი დაშვება განახორციელა – აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კომერციული მცდელობაა.