აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიგეგმა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ინფორმაციით, ორშაბათს, 23 ივნისს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
კალასმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც -ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, რეგიონში თავდასხმების მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა.
“ირანს არ უნდა მიეცეს საშუალება, განავითაროს ბირთვული იარაღი, რამდენადაც ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. მე ყველა მხრეს მოვუწოდებ უკან დაიხიონ, დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და თავიდან აიცილონ სამომავლო ესკალაცია. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ამ საკითხზე ხვალ [23 ივნისს]”, – წერს კალასი.
ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 ივნისის ღამეს ისრაელმა დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები. ისრაელზე საპასუხო იერიში მიიტანა ირანმაც, რასაც პერიოდული ურთიერთ თავდასხმები მოჰყვა.
21 ივნისს, ღამით, აშშ-მ ირანის ბირთვული პროგრამის სამივე ობიექტი (ნატანზი, ფორდო, ისპაჰანი) დაბომბა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები ამჟამად სრულად განადგურებულია და ყველა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვა.
ისრაელსა და ირანს შორის წლებია დაძაბული ურთიერთობაა. ირანი მხარს უჭერს ს მტრებს რეგიონში, ხოლო ისრაელი ირანის ბირთვულ შესაძლებლობებს მიიჩნევს საფრთხედ.