აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები შესაძლოა კონკურენციის საკითხში დაგვეხმაროს – „ჩიკორი“
აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები შესაძლოა კონკურენციის საკითხში დაგვეხმაროს, – ამის შესახებ კომპანია “ჩიკორის” თანადამფუძნებელმა ანანო ბეჟანიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ახალი ტარიფების და აღნიშნულის გავლენის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება როგორ გავლენას მოახდენს ქართულ კომპანიებზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია.
“აშშ-ის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფები გარკვეულ გავლენას გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად მოახდენს. სხვა ევროპულ ქვეყნებს უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდა და შესაძლებელია, რომ ამერიკის ბაზარზე კონკურენტების პროდუქცია უფრო მეტად გაძვირდეს, რაც შესაძლებელია კონკურენციის გაწევაში ევროპასთან მიმართებაში დაგვეხმაროს”, – აცხადებს ანანო ბეჟანიშვილი.
კომპანია “ჩიკორის” ბრენდით წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე ამერიკაში და სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. ანანო ბეჟანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე “ჩიკორის” პროდუქციის 50% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50% ექსპორტზე იყიდება.
ვრცლად „ბიზნესპარტნიორზე“
