-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. სენატმა მხარი არ დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად.
-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო საჭირო იყო, სულ მცირე, 60 ხმა.
როგორც „როიტერი” წერს, ამან შესაძლოა, დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა სერვისი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ე.წ. „შათდაუნის” შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ ფედერალურ მოხელეს გაათავისუფლებს.
„ბევრს დავითხოვ, ისინი დემოკრატები იქნებიან“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც „როიტერი” წერს, 1981 წლიდან კონგრესმა 15-ჯერ შეაჩერა მთავრობის მუშაობა. ბოლო „შათდაუნი” 2018-2019 წლებში 35 დღე გაგრძელდა და ეს აშშ-ის ეკონომიკას სამი მილიარდი დოლარი დაუჯდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია