-ის კონგრესში MEGOBARI Act მოხსნილია დღის წესრიგიდან, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა რეალისტური მიდგომის გამოვლინება საქართველოსთან მიმართებით

„ბოლო კვირებში საერთაშორისო ასპარეზზე ისეთი მოვლენები განვითარდა, რომლებიც აშკარად აღიქმებიან, როგორც გარდატეხა დასავლეთის ანტიქართულ კამპანიაში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. მისი თქმით, -ის კონგრესში MEGOBARI Act მოხსნილია დღის წესრიგიდან, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა რეალისტური მიდგომის გამოვლინება საქართველისთან მიმართებით.
„აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act მოხსნილია დღის წესრიგიდან – კანონპროექტი, რომელიც გულისხმობდა სანქციების დაწესებას ქართველი ოფიციალური პირების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატამ დოკუმენტი გაზაფხულზე დაამტკიცა, სენატში მისი განხილვა ფაქტობრივად შეჩერდა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა რეალისტური მიდგომის გამოვლინება საქართველოსთან მიმართებით. მოგვიანებით უკვე ევროკომისიამ ვერ შეძლო კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე. მიდგომა ამ ეტაპზეც იგივეა: კონკრეტულ პირებს უნდა მიადგეს პასუხისმგებლობა, ხოლო მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შენარჩუნდება, თუმცა კონტროლი გამკაცრდება. და უკანასკნელი ფაქტი: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მოქმედი ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის ანტიქართულ განცხადებებს 57-დან მხოლოდ ათმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ თვით დასავლურ სტრუქტურებშიც კი არ არსებობს თანხმობა საქართველოს წინააღმდეგ წნეხის გაგრძელებაზე. დიპლომატიურ ენაზე ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ევროპის რადიკალური ფრთის მარცხი და სუვერენული დიალოგის გამარჯვება.
ყველა ეს მოვლენა: MEGOBARI აქტის გაყინვა, ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება და საქართველოს სასარგებლოდ ეუთოში დაფიქსირებული ბალანსი, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი იძულებულია შეინარჩუნოს მიზნობრივი და კონტროლირებადი ზეწოლა, ღია დაპირისპირების ნაცვლად. ამასთანავე, ეკონომიკური სანქციები უახლოეს თვეებში მოსალოდნელი არ არის, ხოლო საქართველოს დიპლომატიური სივრცე კი ფართოვდება. ეს ქვეყნისთვის შანსია, უსამართლობის ნიადაგზე მუდმივი თავდაცვიდან გადავიდეს განმარტების და დიალოგის ეტაპზე – წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია, გააძლიეროს ურთიერთობა სიტუაციურად მოკავშირე ევროპულ დედაქალაქებთან და აჩვენოს, რომ სტაბილურობა და განვითარება მხოლოდ ლოზუნგი კი არა, რეალური კურსია. საქართველომ გაუძლო ძლიერ დიპლომატიურ წნეხს და მთავარს მიაღწია – დროისა და მანევრის სივრცის მოგებას. მან დასავლეთს იზოლაციის ნაცვლად – პრაგმატული დიალოგი შესთავაზა; სანქციების ნაცვლად – ფრთხილი და ობიექტური მონიტორინგი. საერთაშორისო პოლიტიკაში ამას სტრატეგიულ პაუზას უწოდებენ იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც თავდაჯერებულად მიდის საკუთარ გზაზე“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან