აშშ-ის კონგრესის ტომ ლანტოსის სახელობის ადამიანის უფლებათა კომისიამ განცხადება გაავრცელა თოფიგ იაგუბლუსთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. კომისიამ განაცხადა, რომ იაგუბლუს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ეს განცხადება გამოქვეყნდა კომისიის X პლატფორმის ოფიციალურ ანგარიშზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერმა თოფიგ იაგუბლუმ შეწყვიტა შიმშილობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, სანამ იგი პატიმრობაში იმყოფება, უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება და მისი სიცოცხლის დაცვა. ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Opposition leader Tofig Yagublu has ended his hunger strike, but his health remains in critical condition. #Azerbaijan must guarantee his well-being by providing him with necessary medical treatment while in state custody. He must be released immediately, without conditions. https://t.co/LrXSTUFzcv — Tom Lantos Human Rights Commission (@TLHumanRights) May 12, 2025
