აშშ-ის კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა – ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ს გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა საარჩევნო კოლეგიის ხმები ერთობლივ სხდომაზე დაითვალეს.
სხდომას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარის გაუძღვა.
ოფიციალურად, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, კამალა ჰარისმა 226 ხმა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?