აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა ჰააგის სასამართლოს საწინააღმდეგო სანქციებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ს პრემიერმინისტრ ს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო, -ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
Cnn-ის ინფორმაციით, კენჭისყრა „არალეგიტიმური სასამართლოს წინააღმდეგ მოქმედების აქტის“ სასარგებლოდ დასრულდა – 243 ხმით 140-ის წინააღმდეგ.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ნებისმიერი უცხოელი პირისთვის, ვინც იძიებს, აპატიმრებს, აკავებს ან ბრალს სდებს აშშ-ს ან მოკავშირე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ სასამართლოს წევრები.
ცნობისთვის, 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით“, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა.