აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ შეაჩერა სამოქალაქო უფლებების განყოფილების ყველა საქმე

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ამ დროისთვის შეაჩერა სამოქალაქო უფლებების განყოფილების ყველა მიმდინარე სამართლებრივი დავა.
შიდა განკარგულებით, რომელიც ეყრდნობა ახალი მთავრობის სამართლებრივ პოზიციას, ჩერდება ანტიდისკრიმინაციულ კანონებზე პასუხისმგებელი განყოფილების ყველა მიმდინარე საქმე.
ე.წ. Civil Rights Division-ი დაარსდა 1957 წელს, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის პერიოდში. ის წინ უნდა აღსდგომოდა აშშ-ში აფროამერიკელების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების დისკრიმინაციას.
საქმე ეხებოდა, პირველ რიგში, პოლიციის ძალადობას, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას, განათლების სფეროში უთანასწორობასა და საარჩევნო უფლების დარღვევას.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე