აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში, FARA-ს ფარგლებში რეგისტრირებული დოკუმენტი ადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტს – „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წინააღმდეგ მილიონობით ლარს ხარჯავს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში, FARA-ს ფარგლებში რეგისტრირებული დოკუმენტი ადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტს – „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წინააღმდეგ მილიონობით ლარს ხარჯავს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას Nelson Mullins Riley & Scarborough LLP 360 000 დოლარი გადაუხადა. ეს ფაქტი არ არის რიგითი პოლიტიკური ნაბიჯი. რეალურად, საქმე გვაქვს მტკივნეულ ტენდენციასთან, როდესაც პოლიტიკური ძალა საკუთარი პარტიული მიზნების განსახორციელებლად უცხოეთში ქირაობს ლობისტურ კომპანიას, რათა მათ საქართველოს წინააღმდეგ იმუშაონ – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯით „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს. ლობისტურ კომპანიებში გადახდილი ასიათასობით დოლარი მიმართულია ნარატივების გავრცელებაზე, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოა.
-ის იუსტიციის დეპარტამენტში, FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ფარგლებში რეგისტრირებული დოკუმენტი ადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის მტრობაში მილიონობით ლარს ხარჯავს!
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას Nelson Mullins Riley & Scarborough LLP 360 000 დოლარი გადაუხადა. ეს ფაქტი არ არის რიგითი პოლიტიკური ნაბიჯი. რეალურად, საქმე გვაქვს მტკივნეულ ტენდენციასთან, როდესაც პოლიტიკური ძალა საკუთარი პარტიული მიზნების განსახორციელებლად უცხოეთში ქირაობს ლობისტურ კომპანიას, რათა მათ საქართველოს წინააღმდეგ იმუშაონ.
შეთანხმების არსი ერთმნიშვნელოვანია – ქვეყნის დისკრედიტაცია და ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება. დოკუმენტში პირდაპირაა ნახსენები, რომ საქართველოში თითქოსდა დარღვევებით ჩატარდა. ეს ბრალდება სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ლობისტური სტრუქტურების მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს უცხოეთში შექმნას იმიჯი, თითქოს საქართველო არადემოკრატიული ქვეყანაა.
აქედან გამომდინარეობს მთავარი პრობლემა, რომ პარტია საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო მზად არის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დააზიანოს. ლობისტურ კომპანიებში გადახდილი მილიონობით ლარი პირდაპირ მიემართება იმ ნარატივების გავრცელებაზე, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოა.
ეს ნაბიჯი მიუთითებს არა მხოლოდ პოლიტიკურ არაჯანსაღ კონკურენციაზე, არამედ სერიოზულ მტრობაზე საკუთარი ქვეყნისადმი. ნაციონალური მოძრაობა წლებია იყენებს სტრატეგიას, სადაც ხელისუფლების დისკრედიტაცია ქვეყნის დისკრედიტაციას უტოლდება. შედეგად საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების რისკი ჩნდება, რაც უკვე არა მხოლოდ პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემაა.
ნაციონალური მოძრაობა საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს. პოლიტიკური ძალა, რომელიც მზად არის მილიონობით ლარი, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ლობიზმში დახარჯოს, საბოლოო ჯამში თავად იქცევა ქვეყნის ინტერესების მტრად.“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ხარჯების ოპტიმიზაციით შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა, ეს სახსრები ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება

ტრამპმა ანტიფა გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად – ანტიფა ულტრალიბერალი აქტივისტების ჯგუფია, აგრესიული, ძალადობრივი ქმედებებით, ჩვენი “აკაცუკები” ანტიფას დაცვედანებული კალკია, მაგრამ მათთან მიდგომაც საჭიროა იყოს ისეთი, როგორიც ეს მათივე საყვარელ დემოკრატიის მექაში ხდება