-ის იუსტიციის დეპარტამენტი: ირანმა ჟურნალისტის მოსაკლავად 2 პირი დაიქირავა, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დისიდენტი ირანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მოსაკლავად ირანის ხელისუფლებამ ორი პირი დაიქირავა, ერთ-ერთი კი საქართველოს მოქალაქეა.
დეპარტამენტის ცნობით, ორივე პირი ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ბრალდებებში დამნაშვედ ცნეს. დაქირავებულ პირებს ქალი 500 000 დოლარის სანაცვლოდ უნდა მოეკლათ.
-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 40 წლის პოლად ომაროვია.
მასიჰ ალინეჯადი, რომლის მკვლელობაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანმა დაუკვეთა, ირანის რეჟიმის კრიტიკოსია, რომლის გაჩუმებაც არა ერთხელ სცადეს.
წყარო: tvpirveli.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა