ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები იორდანიაში შეიკრიბნენ, რათა სირიაში მიმდინარე მოვლენები განეხილათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა პრესკონფერენციაც გამართეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა იყოს ინკლუზიური და პატივი სცენ უმცირესობების უფლებებს.
„სირია იმედის მომცემი, მაგრამ გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას და ამიტომ ჩვენ, ყველანი შევთანხმდით იმ პრინციპებზე, რომელიც სირიის ახალმა ხელმძღვანელობაც უნდა დაიცვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის; ეს არის სირიის სტაბილურობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ასევე პატივისცემა უმცირესობების მიმართ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, თუმცა მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა სირიის წარმომადგენელი.
წყარო: 1 არხი