აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პირველად არ მონაწილეობს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სხდომაში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პირველად არ მონაწილეობს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სხდომაში
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში, რომელიც „რამშტაინის ფორმატის“ სახელითაა ცნობილი.
სხდომა დღეს, 4 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დაიწყება ადგილობრივი დროით 15:00 საათზე. ჰეგსეთი მონაწილეობას არც ვიდეოკავშირით მიიღებს, როგორც ეს აპრილში, წინა სხდომის დროს გააკეთა.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, პენტაგონში მიზეზად დაასახელეს ჰეგსეთის გადატვირთული სამუშაო გრაფიკი. ამასთან, -ის თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში ხვალ, 5 ივნისს გაიმართება.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ სხდომას დაესწრება აშშ-ის ელჩი ნატოში მეთიუ უიტაკერი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი სხდომაში არ მონაწილეობს.
„რამშტაინის ფორმატის“ სახელით ცნობილი ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ის ში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმნა აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის ინიციატივით და სხდომებს ყოველთვის აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა.
თეთრ სახლში პრეზიდენტ ს დაბრუნების შემდეგ ვითარება შეიცვალა, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ამ ჯგუფის თავმჯდომარეობაზე და ეს მისია დიდი ბრიტანეთის და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა იკისრეს.