აშშ-ის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსტინი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, ის ჩამოვიდა გზავნილით, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„ახლახან ჩამოვედი კიევში, უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად.
დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ გადმოგცეთ მნიშვნელოვანი გზავნილი – როგორც ახლა, ისე მომავალში, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – წერს ლოიდ ოსტინი.
I just arrived in Kyiv to meet with Ukrainian leaders.

I’m here today to deliver an important message – the United States will continue to stand with Ukraine in their fight for freedom against Russia’s aggression, both now and into the future. pic.twitter.com/1D96aeeACl — Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) November 20, 2023

ასევე დაგაინტერესებთ