აშშ-ის თავდაცვის მდივანს „სიგნალში“ ათობით „ჩატი“ ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ოფიციალურ საქმიანობას აწარმოებდა – „უოლ სთრით ჯორნალი“

აშშ-ის თავდაცვის მდივანს „სიგნალში“ ათობით „ჩატი“ ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ოფიციალურ საქმიანობას აწარმოებდა – „უოლ სთრით ჯორნალი“
-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს აპლიკაცია „სიგნალში“ ათობით „ჩატი“ ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ოფიციალურ საქმიანობას აწარმოებდა.
ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ანონიმური წყაროს მიხედვით, სწორედ ამ მესენჯერის საშუალებით დაავალა პიტ ჰეგსეტმა თანაშემწეებს, სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის ეცნობებინათ იემენში დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის მზადების შესახებ.
მათივე ცნობით, ამავე მესენჯერში ჰეგსეტი განიხილავდა მედიაში გამოსვლებს, საზღვარგარეთ ვიზიტებს, სამუშაო გრაფიკის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამ დაუცველი არხების საშუალებით აგზავნიდა შეტყობინებებს როგორც პენტაგონის ოფისიდან, ასევე პირადი ტელეფონიდან.
ამ ჩატებში პიტ ჰეგსეტი ამატებდა დაცვის წევრებს, ოფისის თანამშრომლებს, მოადგილეებსა და სხვა პირებს.