-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, -ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი 12 თებერვალს, ბრიუსელში გასამართ ნატო-ს თავდაცვის მინისტრებისა და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.
„უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს, მდივანი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. ასევე, უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით ევროპის ლიდერობის გაძლიერების აუცილებლობას ხაზს გაუსვამს“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიასა და პოლონეთსაც ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…