-ის თავდაცვის მდივანი – სამხედრო მოწყობის დროს მსუქანი ჯარისკაცების დანახვა დამღლელია, ასევე, პენტაგონის დერეფნებში მსუქანი გენერლებისა და ადმირალების ყოფნა მიუღებელია

პლანეტაზე ყველაზე ძლიერი არმია გვყავს, – ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ქუანტიკოში ასობით გენერლისა და ადმირალის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პლანეტაზე ყველაზე ძლიერი, ლეტალური და მომზადებული არმია გვყავს. ვერავინ შეგვედრება. ახლოს ვერავინ მოვა. თუ ჩვენი მტრები სისულელეს გამოიჩენენ და დაგვიპირისპირდებიან, მათ ომის დეპარტამენტი ძალადობით, სიზუსტითა და სისასტიკით გაანადგურებს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
მისი თქმით, სამხედროებს სიმაღლისა და წონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და წელიწადში ორჯერ ფიტნეს ტესტების ჩაბარება მოუწევთ.
„სამხედრო მოწყობის დროს მსუქანი ჯარისკაცების დანახვა დამღლელია. ასევე, პენტაგონის დერეფნებში მსუქანი გენერლებისა და ადმირალების ყოფნა მიუღებელია“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.
პიტ ჰეგსეტის შემდეგ სიტყვით აშშ-ის პრეზიდენტი, გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო