აშშ-ის თავდაცვის მდივანი – ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაიზრდება

ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა მოხდება, – ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ აქ ვართ, რათა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწყებული სამუშაო გავაგრძელოთ, რაც ალიანსში თავდაცვის ხარჯების 5%-იანი გაზრდის ვალდებულებას გულისხმობს, რომელიც, ჩვენი აზრით, მოხდება“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
მისი თქმით, ალიანსი „საბრძოლო მზადყოფნაში“ უნდა იყოს.
„საფრთხის აღიარების ნიშნად, თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდის მიზნით წვლილი ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა შეიტანოს. სწორედ ხისტ ძალას შეუძლია შეკავება და ეს მხოლოდ აშშ-ს შესაძლებლობები ვერ იქნება. ალიანსს საბრძოლო მზადყოფნის შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…