მოდით, გამოვიყენოთ მომენტი, რათა მტკიცედ გამოვჭედოთ მშვიდობა უკრაინაში და ძალით მივაღწიოთ მშვიდობას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა “რამშტაინის ფორმატში” მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ ომი მალე არ დასრულდება, აშშ მზად არის ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ფასი დაუწესოს რუსეთს და ომის დეპარტამენტი მზად არის თავის წვლილისთვის.
“თუ ეს ომი არ დასრულდება, თუ მოკლე ვადაში მშვიდობისკენ გზა არ არსებობს, მაშინ აშშ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, მზად არის ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ფასი დაუწესოს რუსეთს მიმდინარე აგრესიისთვის. თუ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, მაშინ აშშ-ის ომის დეპარტამენტი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ისე, როგორც ამის გაკეთება მხოლოდ აშშ-ს შეუძლია.
ჩვენ სრულიად ვიაზრებთ, რომ რუსული აგრესიის ყველაზე ეფექტური შეკავება არის, უპირველეს ყოვლისა – სასიკვდილო, ბრძოლისუნარიანი ნატო ევროპის ხელმძღვანელობით, მეორე – ბრძოლისუნარიანი უკრაინული არმია, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია და, შესაბამისად, ნატო-ს საზღვრებს გასწვრივ რუსეთის აგრესიის შეკავება შეუძლია. კიდევ ერთხელ – ძალის მეშვეობით მშვიდობა.
პრეზიდენტ ტრამპის ურყევი ხელმძღვანელობით და, კონკრეტულად, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ დავასრულებთ ომს უკრაინაში. ომი უნდა დასრულდეს. როგორც ვნახეთ, მან [ტრამპმა] ეს გააკეთა ღაზაში და ახლო აღმოსავლეთში, პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, როგორც მიაღწიოს მშვიდობას, როგორც შექმნას შესაძლებლობები ისეთ ვითარებებსა და სცენარებში, სადაც მშვიდობა ძალიან შორეული ჩანს. მას და მხოლოდ მას აქვს ამის გაკეთების უნარი. ეს არ არის ომი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის დროს დაიწყო, მაგრამ ის მის დროს დასრულდება. ასე რომ, მოდით გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა მტკიცედ გამოვჭედოთ მშვიდობა უკრაინაში და ძალით მივაღწიოთ მშვიდობას”, – განაცხადა ჰეგსეტმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” სხდომაზე.
