აშშ-ის თავდაცვის მდივანი მაღალჩინოსნების „ჩატში“ შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტის დამატებაზე – „ჩატში“ სამხედრო გეგმების შესახებ მიმოწერა არ ყოფილა – ეს არის მატყუარა, დისკრედიტირებული ე.წ. ჟურნალისტი

„ჩატში“ სამხედრო გეგმების შესახებ მიმოწერა არ ყოფილა, – ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ს ადმინისტრაციამ „ჩატში“ დაამატა, სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ.
„სამხედრო გეგმების შესახებ შეტყობინებებს არავინ გზავნიდა და ეს არის ის, რისი თქმაც ამის შესახებ შემიძლია“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ჰეგსეტმა გოლბერგს „მატყუარა“ უწოდა.
„ეს არის მატყუარა, დისკრედიტირებული ე.წ. ჟურნალისტი, რომელმაც ტყუილების გავრცელება თავის პროფესიად აქცია“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ცნობისთვის, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერს იმის შესახებ, რომ 11 მარტს, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის „ჩატში“, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო.
გოლდბერგის ცნობით, „ჩატში“, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეაციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ „არაფერი იცის“.