აშშ-ის თავდაცვის მდივანი – აშშ-ის მცდელობები უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ ღალატი არ არის

აშშ-ის მცდელობები სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ ღალატი არ არის, – ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს წინაშე „წარმოუდგენელი ვალდებულება” აიღო და რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს აშშ-ზე მეტი ვალდებულება უკრაინის მიმართ.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვისაც მშვიდობის დასამყარებლად მხარეების მოწვევა შეუძლია.
„პრეზიდენტი , ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მხარეები ერთად მოიწვიოს მშვიდობის დასამყარებლად“, -აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.