ინფორმაციის თანახმად, ის ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და ბუდაპეშტში სიტყვითაც გამოვა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, რომ ჯეი დი ვენსთან ერთად ბუდაპეშტში მეორე ლედი, უშა ვენსიც ჩავა.
ჯეი დი ვენსის ვიზიტი უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება.
როგორც Reuters წერს, ეს არჩევნები ვიქტორ ორბანისთვის 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე რთული იქნება.
წინასწარი მონაცემები და გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.




