-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი -ის ვიცე-პრეზიდენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯეი დი ვენსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში პირველ საგარეო ვიზიტს 10-11 თებერვალს, საფრანგეთში განახორციელებს, სადაც ხელოვნური ინტელექტის შესახებ დაგეგმილ სამიტს დაესწრება.
ჯეი დი ვენსი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრება და 14-16 თებერვალს გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველი საგარეო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…