აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გერმანიის კანცლერობის კანდიდატს, ალის ვაიდელს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გერმანიის კანცლერობის კანდიდატს, ალის ვაიდელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერისა და გერმანიის კანცლერობის კანდიდატის, ალის ვაიდელის პრესსპიკერის ცნობით, ვაიდელი -ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს სასტუმროში შეხვდა და მათ სიტყვის თავისუფლების, გერმანიის შიდა პოლიტიკისა და ში ომის საკითხები განიხილეს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ჯეი დი ვენსი გერმანიის ყველა მთავარი პარტიის ლიდერს შეხვდა.
გუშინ, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელი ლიდერები ულტრამემარჯვენე პარტიებთან მუშაობაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.
„თუ საკუთარი ამომრჩევლების გეშინიათ, მაშინ ამერიკას თქვენთვის არაფრის გაკეთება შეუძლია. თქვენ დემოკრატიული მანდატები გჭირდებათ, რათა მომავალში რაიმე ღირებულს მიაღწიოთ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო 23 თებერვალს გაიმართება.