-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად გრენლანდიას ეწვევა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად გრენლანდიას ეწვევა. -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად პარასკევს გრენლანდიას ეწვევა.
მისი თქმით, გრენლანდიაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ბაზას მოინახულებს.
„შევამოწმებ, თუ რა ხდება გრენლანდიაში უსაფრთხოების კუთხით. როგორც იცით, გრენლანდიას ბევრი ქვეყანა ემუქრება. აშშ-ს, კანადას და გრენლანდიის მოსახლეობას ბევრი ქვეყანა ემუქრება. ამიტომ, ვნახავთ, როგორ მიდის იქ საქმეები“, – აცხადებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
ცნობისთვის, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ „აშშ-ის დელეგაციის ვიზიტით გრენლანდიასა და დანიაზე მიუღებელი ზეწოლა ხორციელდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო