აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი – გვინდა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, ისეთი მშვიდობის არა, რომელსაც სულ რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ ევროპა კონფლიქტში ეყოლება

გვინდა გამძლე, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, ისეთი მშვიდობის არა, რომელსაც სულ რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ ევროპა კონფლიქტში ეყოლება, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მისი ხელმძღვანელობით ამერიკული დელეგაციის უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.
“რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ მივიღოთ უკრაინული დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ხელმძღვანელობს. რამდენიმე ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, რამდენიმე რამ, რასაც უნდა გავყვეთ და ვიმუშაოთ.
ფუნდამენტური მიზანია, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა დასახა – გვინდა ამ ომის დასრულება, გვინდა, რომ მკვლელობები შეჩერდეს, მაგრამ გვინდა გამძლე, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. ისეთი მშვიდობის არა, რომელსაც სულ რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ ევროპა კონფლიქტში ეყოლება. ასე რომ, რამდენიმე კარგი საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამის ერთად მიღწევა და ნამდვილად მეტი გვექნება სამომავლო დღეებში, კვირებში და თვეებში,” – განაცხადა ვენსმა.
თავის მხრივ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ს სჭირდება უსაფრთხოების ნამდვილი გარანტიები.
“ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტმა [ვენსმა] ყველაფერი აბსოლუტურად სწორად თქვა. მინდა მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის პრეზიდენტ ტრამპს. კარგი საუბარი გვქონდა დღეს, ჩვენი პირველი შეხვედრა იყო, დარწმუნებული ვარ ბოლო არა. რეალურად გვჭირდება მეტი საუბარი, მეტი მუშაობა და გეგმის მომზადება თუ როგორ გავაჩეროთ პუტინი და დავამთავროთ ომი. ნამდვილად ძალიან გვინდა მშვიდობა, მაგრამ გვჭირდება უსაფრთხოების ნამდვილი გარანტიები და გავაგრძელებთ ჩვენს შეხვედრებს და ჩვენს მუშაობას,” – განაცხადა ზელენსკიმ.