აშშ-ის ელჩს ვთხოვდი, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ

ვთხოვდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც -ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებს უკავშირდებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საელჩოს ქარდები ცოტა გაუგებარია.
„არ ვიცი, მე ამასთან დაკავშირებით ძალიან ღრმა კომენტარს არ გავაკეთებ, სამწუხარო ის არის, რომ გუშინდელი, გუშინწინდელი ქარდები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, არასწორ ბრალდებებს, ეს ძალიან სამწუხაროა. დღევანდელი ქარდიც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა ეს არის საელჩოს საქმე. მე ვთხოვდი ქალბატონ ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ.
საელჩომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა იმაზე, თითქოს ცდომილება პივიტისა და ს შედეგებს შორის იყო მხოლოდ 1,8, როცა სინამდვილეში იყო 2,4 და მეორე მანიპულაცია მდგომარეობდა რაში – რომ სინამდვილეში ამ 2,4 პროცენტით რეალურად „ისფედი“ ბრალს დებდა „ქართულ ოცნებას“ 46 ათასი ხმის გაყალბებაში და საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი. ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, შეგახსენებთ, რომ ეს იყო უხეში ბრალდება. ჩვენ გვაბრალებდა ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ს გაყალბებას 46 ათასი ხმით და ეს იქცა მთავარ საბაბად ოპოზიციისთვის, რომ ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ხალხის ნების წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამას უწოდებს საელჩო უმნიშვნელო შეცდომას, ეს სიცრუეა. თუ საჭირო იქნება, პირადადც გავუზიარებ ელჩს ჩემს მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით გადართული ვართ საარჩევნო პროცესებზე, თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და იმ აქციებს საერთო არაფერი ქონდა არც უკრაინის მხარდაჭერასთან, არც დემოკრატიასთან და არც თავისუფალი სიტყვის დაცვასთან – ლუკა ძაძამია

იმ ბეწვის ხიდზე, რომელზედაც დღეს საქართველო გადის, ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალება ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ პოლიტტექნოლოგიური და გარკვეულწილად მორალური თვალსაზრისითაც

თუ ქართულ “ფარას”კანონს არ გავაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებენ! საქართველოს დაშანტაჟება, მუქარა და არეულობის მოწყობა უნდა დასრულდეს, იცოდეს მტერმაც და მოყვარემაც, ჩვენ ამას არ შევეგუებით

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით