აშშ-ის ელჩი – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა – გვსურს, საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა.
დიპლომატის განცხადებით, საქართველოსა და -ს სხვადასხვა მიმართულებით მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, და ასევე, ძალიან მტკიცე ხალხთაშორისი კავშირები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, ბრიუსელში ვიზიტი იყო, რათა ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე მესაუბრა. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში, სადაც ის დღეს იმყოფება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ