აშშ-ის ელჩი – შეერთებული შტატები თქვენთან ერთად ზეიმობს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე – ევროპელები – ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე და ასე გავაგრძელებთ

ვულოცავ ყველა ქართველს: გილოცავთ! დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები ენთუზიაზმით ზეიმობს საქართველოს მიღწევას, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
„ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ქვეყნების ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ერთგულებას. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად ზეიმობს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე – ევროპელები. ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე და ასე გავაგრძელებთ“, – აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო